სუს-ი

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს, ბრალზე სუს-ი ჯერ არ საუბრობს

სუს-ი ადასტურებს, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს. თუმცა, ამ ეტაპზე, სხვა დეტალებს არ ამხელს, მათ შორის, არც ბრალს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნეფარიძე კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებითაა დაკავებული.

ნეფარიძე საკრებულოში ფრაქცია ეროვნულ ფორუმშის წევრი იყო და ნავთლუღის რაიონის მაჟორიტარია, ქართული ოცნებიდან. ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებმა რუსთავი 2-ს უთხრეს, რომ ნეფარიძე ფორუმიდან გარიცხული იყო და მმართველ გუნდთან თანამშრომლობდა, ასევე ის, რომ პოლიტპატიმრის სტატუსით იყო გათავისუფლებული ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. 

თბილისის საკრებულომ მისი ინიციატივით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას, ბერი გაბრიელის გამზირი დაარქვა 2014 წელს.

კომენტარები