Facebook

Facebook-ს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, მოხმარებელი სტატუსებსა და კომენტარებს ვერ წერდა

Reuters

თბილისის დროით დაახლოებით 17:30 საათიდან Facebook გამართულად არ მუშაობდა. ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელით სრულად სარგებლობა მხოლოდ ერთი საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

მომხმარებლების დიდი ნაწილი ვერ წერდა სტატუსებსა და კომენტარებს, ვერც პოსტებზე სასურველ რეაქციებს ტოვებდა.

ტექნიკური შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, ის მასშტაბური იყო.

downdetector.com-ზე პრობლემის შესახებ ათასობით მომხმარებლებელი სხვადასხვა ქვეყნიდან იტყობინებოდა. შეფერხება იყო საქართველოშიც.

Facebook-ის პარალელურად, პრობლემები Instagram-ის მომხმარებელსაც ჰქონდა.

კომენტარები