დაკავება

საკრებულოს დეპუტატს ზურაბ ნეფარიძეს ბრალი ქრთამის აღებისთვის წარუდგინეს

თბილისის საკრებულოს წევრს ზურაბ ნეფარიძეს ბრალი სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ადვოკატის სულხან კაპანაძის თქმი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და ბრალდების მტკიცებულებებს აბსურდულს უწოდებს.

ნეფარიძის დაკავების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ის საკრებულოში ფრაქცია ეროვნულ ფორუმშის წევრი იყო და ნავთლუღის რაიონის მაჟორიტარია, ქართული ოცნებიდან. ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებმა რუსთავი 2-ს უთხრეს, რომ ნეფარიძე ფორუმიდან გარიცხული იყო და მმართველ გუნდთან თანამშრომლობდა, ასევე ის, რომ პოლიტპატიმრის სტატუსით იყო გათავისუფლებული ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. 

ზურაბ ნეფარიძე მოდულის შენობაში, დროებითი დაკავების იზოლატორშია. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

კომენტარები