ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია, 28 000 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილე 39 ათასამდე აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა.

ეროვნული გამოცდების შედეგად, სწავლის 100%იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, 70%-იანი - თითქმის 1500-მა, 50%-იანი კი 4000-ზე მეტმა სტუდენტმა.ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე 4000-ზე მეტი სტუდენტი მოხვდა.


მიმინოშვილის ინფორმაციით, წელს სტუდენტი 1000-ზე მეტი არაქართულენოვანი აბიტურიენტი გახდა.

კომენტარები