ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო

ქეით უინსლეტი მისი და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობაზე საუბრობს

Getty

ჯეიმს კამერონის ფილმის, ტიტანიკის გამოსვლის შემდეგ 20 წელი გავიდა, მაგრამ თავარი როლის შემსრულებლებს, ქეით უინსლეტსა და ლეონარდო დიკაპრიოს კვლავ მყარი მეგობრობა აქვთ.

ქეით უინსლეტმა Glamour Uk-თან ინტერვიუსას, მისი და დიკაპრიოს ურთიერთობა აღწერა, როგორც - "ძალიან, ძალიან ახლო". მისი თქმით, ხანდახან, ერთმანეთს ტიტანიკიდან ფრაზებს ეუბნებიან.

"თქვენ არ უნდა გაიგოთ ბოლო საუბარი, რაც მე ლეონარდოსთან მქონდა, იმიტომ რომ ის ძალიან სასაცილო იყო და ძალიან ბევრი ვიცინე. საბოლოოდ, აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთს ვეკითხებოდით - წარმოგვედგინა თუ არა რომ სამყაროს ერთ დღეს სცოდნოდა ის სისულელები, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ."

ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო რამდენიმე კვირის წინ ერთად ისვენებდნენ სენ-ტროპეზე.

"მე არ ვაპირებ, ვთქვა, რაზე ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენ, მაგრამ დიახ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და ხანდახან ერთმანეთს ტიტანიკიდან ფრაზებს ვეუბნებით, რადგან მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ეს სასაცილოდ აღვიქვათ."

კომენტარები