უბედური შემთხვევა

ზუგდიდში საავადმყოფოს მესამე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა

Getty Images

ზუგდიდში საავადმყოფოს მესამე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს პალატაში ბავშის დედა იმყოფებოდა. მცირეწლოვანი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები