აშშ

შტორმის შედეგად ჰიუსტონში უპრეცედენტო მასშტაბების წყალდიდობას ებრძვიან

Reuters

ჰიუსტონი ტეხასის ისტორიაში ყველაზე ძიერი შტორმის მომსწრეა. ტერიტორიაზე ერთი კვირის განმავლობაში იმდენი ნალექი მოვიდა, რაც საშუალოდ ერთი წლისთვის არის დამახასიათებელი. შედეგად დატბორილია ქუჩები და სახლები. ხორციელდება მოსხლეობის ევაკუაცია. ათასობით ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაიხურა ორი ძირითადი აეროპორტი. ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია გარდაცვლილების თაობაზე.

შტორმი სახელად ჰარვი თავდაპირველად შეაფასეს როგორც მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი, თუმცა შემდგომ ჩამოიყვანეს ტროპიკული შტორმის კატეგორიაში. ის ნელა მოძრაობს და სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე დღით დარჩება ტეხასის თავზე.

ასობით მოხალისე და მაშველი ცდილობს დატბორილი ტერიტორიებიდან მოსახლეობის გამოყვანას. გავრცელებული ინფორმაციით მოსახლეობას მოუწოდეს მაშველებს სახლების სახურავებზე დაელოდონ.

კომენტარები