მიანმარი

მიანმარში ესკალირებული ძალადობის გამო ათასობით მოქალაქე თავშესაფარს ეძებს

EPA

მიანმარის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე რაკხაინის პროვინციაში კრიზისის გამწვავების შედეგად როჰინჯას მუსლიმების უმცირესობის წევრები თავის შეფარებას მეზობელი ბანგლადეშისათვის ცდილობდნენ, თუმცა ბანგლადეშიც სასაზღვრო ძალებმა ისინი უკან გააბრუნეს.

მიანმარის ყველაზე ღარიბ რეგიონში კრიზისის წარმოშობის მიზეზად მუსლიმი უმცირესობის მხრიდან 30 პოლიციის შენობაზე თავდასხმა გახდა. შეტაკებები პარასკევს დაიწყო და და შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა, უმრავლესობა ამბოხებულები.

მიანმარის მუსლიმ უმცირესობას, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 1,1 მილიონს შეადგენს და ბუდისტ უმრავლესობას შორის დაძაბულობა მანამდეც არსებობდა და დღემდე ეთნიკური ჩაგვრის ნიადაგზე ბევრ მიანმარელს შეუფარებია თავი ბანგლადეშისათვის. მათ წინააღმდეგ არსებულმა შეზღუდვებმა და ჩაგვრამ ექსტრემისტული ელემენტების გაჩენას შეუწყო ხელი. მათ მიანმარის მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან და კლასიფიცირებულები არიან როგორც არალეგალი მიგრანტები მიუხედავად მათი მტკიცებისა, რომ მათი ფესვები რეგიონში საუკუნეებს ითვლის.

ბანგლადეშის პოლიციის განცხადებით მათ 70-მდე ადამიანი დააკავეს, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს და მიგრანტთა თავშესაფრისთვის აპირებდნენ თავის შეფარებას. პარასკევის შემდეგ 3,000-მდე ადამიანმა გადაკვეთა ბანგლადეშის საზღვარი თავშესაფრის მისაღებად. 1990 წლიდან მოყოლებული ბანგალადეშის ტერიტორიას 400,000-მა მიგრანტმა შეაფარა თავი. მათი ნაწილის განცხადებით პოლიცია მათ დაკავებით დაემუქრა ახალ ჩამოსული მიგრანტებისათვის დახმარების გაწევის შემთხვევაში.

2016 წლის ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაზე სისხლიანი დაპირისპირებაა რეგიონში. პაპმა ფრანცისკემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ უფალი გადაარჩენს მათ და ისინი სრულ უფლებებს მიიღებენ.

კომენტარები