ხანძარი ახალციხის რაიონში

ახალციხის რაიონში გუშინ გაჩენილი ხანძარი ჯერჯერობით ლოკალიზებული არ არის

ნოდარ ცხვირაშვილი

ახალციხი რაიონში გუშინ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენიც არის ჩართული, ასევე ადგილზე მუშაობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათ დეპარტამენტის თანამშრომლებიც. ახალციხის რაიონ სოფელ სვირში წიწვოვანი ტყე გუშინ საღამოს შემდეგ იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილი საკმაოდ მიუდგომელია და სახანძრო მანქანებით ხანძრამდე მიახლოება ვერ ხერხდება.

კომენტარები