ხანძარი ახალციხის რაიონში

შსს: სოფელ სვირში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხის რაიონში სოფელ სვირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. უწყების ინფორმაციითვე, კერების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ცეცხლის ქრობის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 100–ზე მეტი თანამშრომელი ახორციელებდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 170 თანამშრომელი ჩაერთო. შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ხანძრის დროულად ლოკალიზებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელეს. ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ცალკეული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალციხის რაიონ სოფელ სვირში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. ცეცხლი წიწვოვან ტყეს მოეკიდა.

 

კომენტარები