ტერაქტი

ავღანეთში ბანკზე თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

თვითმკვლელმა ტერორისტმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ამერიკის საელჩოს მახლობლად მდებარე ბანკის შენობასთან თავი აიფეთქა. ტერაქტს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა - რვა. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. მათი განცხადებით, სამიზნეს ის სამხედროები და პოლიციელები წარმოადგენდნენ, ვინც ბანკში ხელფასის ასაღებად იყვნენ მისულები.

მსგავსი თავდასხმები თალიბანის ჩვეულ ტაქტიკად იქცა. მათმა წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ამჯერად მსხვერპლს შორის რამდენიმე - თავდაცვის ძალების წარმომადგენელია.

ავღანეთის მთავრობის მხრიდან ამ განცხადების დამადასტურებელი ინფორმაცია არ გავრცელებულა. პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობამ ქაბულის ცენტრში, სადაც ყველაზე სისხლიანი თავდასხმები განხორციელდა, უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

კომენტარები