კრიმინალი

მამაკაცის წამების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

42 წლის მამაკაცის წამების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, აქამდე დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ამასთან, ძალადობის მსხვერპლის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ინტერპრესნიუსი ოჯახზე დაყრდნობით წერს, რომ დაზარალებული რეანიმაციული განყოფილებიდან სტაციონარში გადაიყვანეს.

21 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, 42 წლის მამაკაცს რამდენიმე პირმა ჯერ სცემა, შემდეგ კი, მასზე სექსუალურად იძალადა. ნაცემი მამაკაცის ოჯახის მტკიცებით, ინციდენტში 15-ზე მეტი პირი მონაწილეობდა. ისინი დანარჩენი პირების დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ. 

გამოძიება სსკ-ის 144-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც წამებას გულისხმობს. ჯგუფურად ჩადენილი წამება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობის გამოყენებით, თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები