ხანძარი

მეხანძრეები აბასთუმნის ტყეში ხანძრამდე მისასვლელი გზის გაჭრას ცდილობენ

0 კომენტარი

აბასთუმნის ტყეში ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია, ადგილზე ვერტმფრენმა მუშაობა დაღამებისას შეწყვიტა, მეხანძრეები კი ხანძრის კერამდე მისასვლელი გზის გაჭრას აგრძელებენ. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.

შსს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ხანძრის ჩარქობაში დახმარებისთვის საქართველომ შესაძლოა სხვა ქვეყნებსაც მიმართოს. 

"ჩვენ გამოვიძახეთ მძიმე ტექნიკა, რომელიც გზების გაჭრას დაიწყებს, რათა სახანძრო მანქანები ცეცხლის კერამდე მივიდეს. ასევე ჩართულია ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები ადგილზე არიან, ასევე შემოგვიერთდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა, რომელმაც ბორჯომშიც და ახალციხეშიც მოახდინა ხანძრის კერების ლიკვიდაცია. ეს ადამიანები გადმოვისროლეთ ამ ცხელ წერტილში. თუ საჭირო გახდა, მეგობარი ქვეყნების ჩართულობა აბასთუმანის ტყეში  ხანძრის ლიკვიდაციაში, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ", - ამბობს მღებრიშვილი.

ხანძრის ზუსტი ფართობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა სავარაუდოდ ის 5 ჰექტარს აღემატება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები