ზაზა ფაჩულია

"ნუ მესაუბრები რუსულად" - ზაზა ფაჩულიას პასუხი რუსულად მიმართვაზე

ევრობასკეტ 2017-ის დაწყების წინ, თელავივში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების კაპიტანთან ზაზა ფაჩუალიასთან ინტერვიუ დაგეგმილზე მეტს ხანს გაგრძელდა, რა დროსაც იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაჩულიას რუსულად მიმართა, რომ ინტერვიუს დასრულება დაეჩქარებინა.

"დააჩქარე, დააჩქარე" - მიმართა მწვრთნელმა ფაჩულიას, რადგან მოედანზე ვარჯიში იტალიიის ნაკრებს უნდა დაეწყო.

ზაზა ფაჩულიამ კი მწვრთნელს ინგლისურად მიმართა და მოუწოდა, რომ მასთან რუსულად არ ელაპარაკა.

"ნუ მესაუბრები რუსულად" (Don't talk to me in Russian, man) - მიმართა ფაჩულიამ იტალიის ნაკრების მწვრთნელს.

საუბრის ამსახველ ვიდეო-მასალას პირველი არხი ავრცელებს.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე პირველ შეხვედრას ხვალ, 31 აგვისტოს ლიტვის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება.

კომენტარები