ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა: რაკეტის შემდეგი სამიზნე გუამი იქნება

Reuters

სამშაბათს დილით იაპონიის თავზე გადაფრენილი რაკეტის შემდგომ ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ეს რაკეტა პირველი ნაბიჯი იყო წყნარი ოკეანის ოპერაციაში და რომ შემდეგი სამიზნე გუამია.

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაგმო ჩრდილოეთ კორეის „აღმაშფოთებელი“ ქმედებები და მოუწოდა შეწყვიტოს რაკეტების გამოცდა.

მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში მათ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის მოქმედებები გაეროს ყველა წევრისათვის საფრთხედ შეაფასეს, ახალი სანქციების შემოღების მუქარა არ გაკეთებულა.

იაპონიის პრემიერ მინისტრს, სინძო აბეს მიაჩნია, რომ ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს რათა რეჟიმი აიძულონ დიალოგზე წამოვიდეს. მან ასევე დაამატა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ უფრო დეტალური და ეფექტური სანქციები უნდა შემოიღოს.

რუსეთის და ჩინეთის პოზიციით რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის მიზეზი ნაწილობრივ ამერიკის სამხედრო აქტივობაც არის. მათ მხარეებს მოპალარაკებისაკენ მოუწოდეს.

იაპონიაში ვიზიტით მყოფმა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ოთხშაბათს განცხადება გააკეთა და ჩინეთს მოუწოდა მეტი ზეწოლა მოახდინოს ჩრდილოეთ კორეაზე.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ პირველად აღიარა ბალისტიკური რაკეტის გაშვება იაპონიის თავზე. წინა შემთხვევები მათი მტკიცებით მხოლოდ სატელიტების გაშვების მცდელობები იყო. მათივე განცხადებით ეს ქმედება პირდაპირი პასუხი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ერთობლივ წვრთნებზე, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს. სააგენტოს თქმით ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ზედამხედველობდა ფხენიანიდან „ულტრა-თანამედროვე სარაკეტო სისტემის“ პირველ გაშვებას. ამასთანავე დაამატეს, რომ კიმ ჩენ ინმა რეგიონში დამატებითი სარაკეტო ტესტების ჩატარების ბრძანება გასცა.

ჩრდილოეთ კორეამ გუამის წინააღმდეგ - რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან ყველაზე ახლო აშშ-ის ტერიტორიაა 160,000 მოსახლით და ორი მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზით - პირველი მუქარა თვის დასაწყისში გამოაცხადა. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით ფაქტი, რომ ეს მუქარა ჯერ რეალურად არ განხორციელებულა პროგრესის ნიშანია.

კომენტარები