შინაგან საქმეთა სამინისტრო აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფრომაციით, სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება.
"პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი გამოფრინდა, რომელიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში უახლოეს საათებში ჩაერთვება.
დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად აბასთუმანში ცეცხლის ლოკალიზებაზე იმუშავებს აზერბაიჯანის ვერტმფრენიც, რომელიც უკვე გამოფრინდა საქართველოსკენ."- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე რამდენიმე საათში, თურქეთიდან საქართველოში ორ ვერტმფრენსა და ერთი თვითმფრინავს ელოდებიან. ორი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენით საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაეხმარება.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ამ დროისთვის, აბასთუმანში 1000-მდე ადამიანი, ცოცხალი ძალა მუშაობს. გაჭრილია, დაახლოებით, 5 კილომეტრამდე გზა, რათა სპეცტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა მოახერხოს. ასევე მოწყბილია ხელოვნური წყალსაცავები ავიაციის მიერ წყლის ასაღებად.
აბასთუმანში ხანძარი გუშინ გაჩნდა.