კრიმინალი

ოზურგეთში, მამაკაცმა ყოფილი ცოლის 5 თვის შვილი, ყოფილი სიდედრი და მეზობელი დაჭრა

metro.us

გვიან ღამით, ოზურგეთში რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში მივიდა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. გურიანიუსის ინფორმაციით, თავდამსხმელმა დაჭრა ყოფილი ცოლის ხუთი თვის შვილი, დედა და მეზობელი. დაშავებულები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები