დონალდ ტრამპის პოლიტიკა

თავდაცვის მდივანმა ტრამპის აკრძალვა შეაჩერა - ტრანსგენდერები არმიაში რჩებიან

AP

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯიმ მეტისმა სამშაბათს განაცხადა, რომ არმიაში ტრანსგენდერების სამსახურის შესახებ არსებული პოლიტიკა ძალაში დარჩება მანამ, სანამ ის პრეზიდენტს ახალი პოლიტიკის იმპლემენტაციაზე რჩევებს მიაწოდებს.

მეტისის თქმით ის შექმნის თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების დეპატრამენტებში მომუშავე ექსპერტების პანელს რათა აკრძალვის იმპლემენტაციის თაობაზე რეკომენდაციები შეიმუშაონ. ისინი შეაფასებენ აკრძალვის მოსალოდნელ შედეგებს და განსაზღვრავენ რა არის უმჯობესი ამერიკის შერიარაღებული ძალების ეფექტურობისათვის.

სანამ მეტისი დონალდ ტრამპს რჩევებს მიაწოდებს არმიაში მოსამსახურე ტრანსგენდერებთან მიმართებაში ამჟამინდელი პოლიტიკა ძალაში დარჩება. პარასკევს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც აშშ-ის არმია აღარ მიიღებს ტრანსგენდერ ქალებს და მამაკაცებს ახალწვეულებად და შეაჩერებს პერსონალისათვის სახელმწიფო ფონდების გამოყენებას სქესის შეცვლის ოპერაციებისათვის, თუ პროცესი უკვე დაწყებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ივლისში ტრამპის მიერ სოციალურ მედიაში გაკეთებულ განცხადებას არმიაში ტრანსგენდერების სამსახურის აკრძალვის შესახებ შერეული რეაქცია მოჰყვა. ტრანსგენდერებს სამხედრო სამსახურში მსახურების უფლება გასულ წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მისცა.

კომენტარები