მედიცინა

ინდოეთში ექიმებმა მშობიარობის მიმდინარეობისას ერთმანეთთან იჩხუბეს

ინდოეთში ორმა ექიმმა მშობიარობის მიმდინარეობისას ერთმანეთთან იჩხუბა. ვიდეო საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩუმად გადაიღო და შემდეგ გაავრცელა.

ოპერაცია უმაიდის საავადმყოფოში, ქალაქ რაჯასტანში მიმდინარეობდა. როგორც საავადმყოფოს თანამშრომელმა BBC-ს უთხრა ქალი და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.

ექიმები ვიდეოს გავრცელების შემდეგ გაათავისუფლეს. საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ მომხდარი ფაქტის გამოძიება დაიწყო, საქმეში რაჯასტანის უმაღლესი სასამართლოც ჩაერთო.

კომენტარები