აშშ-ის სანქციები რუსეთს

ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში რუსული დიპლომატიური ოფისები იხურება

რუსეთის საკონსულო სან-ფრანცისკოში
Josh Edelson/AFP/Getty

ოფიციალური მოსკოვის მიერ რუსეთში ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირების საპასუხოდ ამერიკის შეერთებული შტატები სან-ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოს და ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში რუსულ სავაჭრო მისიებს ხურავს.

გასულ თვეს მიღებული ახალი სანქციების შემდეგ მოსკოვმა რუსეთში ამერიკელი დიპლომატების განახევრების ბრძანება გასცა. სანქციები რუსეთს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის საპასუხოდ დაუწესდა.

საკონსულოსთან ერთად რუსეთმა სან-ფრანცისკოში ოფიცალური რეზიდენციაც უნდა დახუროს, თუმცა მათ მფლობელობაში კვლავ რჩება საკონსულო ნიუ-იორკში და საელჩო ვაშინგტონში. აშშ არ აძევებს რუს დიპლომატებს და აცხადებს, რომ რუსულ წარმომადგენლობას მათი გადაყვანა სხვა ოფისებში შეუძლია.

გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა სატელეფონო საუბარისას აცნობა.

კომენტარები