ევრობასკეტი 2017

თორნიკე შენგელია ლიტვასთან გამარჯვებაზე: დაიჯერეთ, დაუჯერებელი არაფერი მომხდარა

Fiba.com

გუშინ საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველი შეხვედრა გამართა და ლიტვის ნაკრები ანგარიშით 79:77 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრმა თორნიკე შენგელიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამარჯვების შესახებ ისაუბრა.

"დაიჯერეთ, დაიჯერეთ, დაუჯერებელი არაფერი არ მომხდარა. საკმაოდ კარგი გუნდი ვართ. ყველა იძახის, რომ დღევანდელი მოგება სიურპრიზი იყო, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ესე არ არის. რა თქმა უნდა, ლიტვა ძალიან მაგარი გუნდია, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, მაგრამ არც ჩვენ ვართ ნაკლები. როდესაც მოვინდომებთ და ჩვენ ყოველთვის ბრძოლით ვთამაშობთ, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. მოხარული ვარ, რომ ეს გამარჯვება მოვიპოვეთ, ერთი ნაბიჯით წინ ვართ თურქეთთან და იმედია, შემდეგ თამაშებსაც ასე გავაგრძელებთ" - თქვა შენგელიამ.

კომენტარები