ხე-ტყე

19-31 აგვისტოს, მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 35 ფაქტი გამოვლინდა

factcheck.ge

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 19-31 აგვისტოს მონაცემებით, მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების 35 ფაქტი გამოვლინდა.

"იმ ფონზე, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სტიქიასთან ბრძოლა ყველა არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გამოყენებითა და მეზობელი ქვეყნების დახმარებით ხდება, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ხე-ტყის უკანონო ჭრას მაინც აგრძელებს.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 123 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, 23 მ3 მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 7 მ3 საშეშე მერქანი. ამავე პერიოდში, ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 6 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი, ე.წ. ლენტური ტიპის დაზგა" - აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

კომენტარები