აშშ-ის პოლიტიკა

ტილერსონი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ახალ ნაბიჯებს გადადგამს

Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ისლამური ექსტრემიზმის და სახელმწიფო პროპაგანდის წინააღმდეგ ათობით მილიონი დოლარის დასახარჯად ახალი ნაბიჯები გადადგა.

POLITICO-ს ცნობით სახელმწიფო დეპარტამეტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ტილერსონმა ხუთშაბათს დაახლოებით 60 მილიონი აშშ დოლარის გლობალური ჩართულობის ცენტრის მიერ პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენება დაამტკიცა.

გამოყოფილი თანხიდან 20 მილიონი აშშ დოლარი ტერორისტული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება, როგორიცაა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდა, ხოლო 40 მილიონამდე დოლარი სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული, მათ შორის რუსული სახელმწიფო პროპაგანდის წინააღმდეგ არის განსაზღვრული.

ტილერსონმა გადაწყვეტილება ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მიიღო, რამაც მისი მისამართით კრიტიკა გამოიწვია.

კომენტარები