ხის უკანონო მოჭრა

12 აგვისტოდან დღემდე სამცხე-ჯავახეთში ხის უკანონოდ გაჩეხვის 38 ფაქტი გამოვლინდა

შსს

შსს-ს თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, 12 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების 38 ფაქტი გამოავლინეს.

„სამართალდამცველებმა, მხილებულების ავტომანქანებიდან, ახალქალაქში - უსაბუთო ხის მასალა, ბორჯომში - უკანონოდ გაჩეხილი, ნაძვის ჯიშის მრგვალი მორები, ახალციხესა და ბორჯომში კი, ადგილობრივების კუთვნილი სახერხი საამქროებიდან, უკანონოდ მოჭრილი მრგვალი მორები ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.“ - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს.

კომენტარები