ე.წ კანონიერი ქურდი

ე.წ კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ე.წ კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

"წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებული 1980 წლებში აღიარებულ იქნა კანონიერ ქურდად. იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს. ეთანხმება მის მიზნებს და თავისი ცხოვრების წესით,  საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. ასევე ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებისა და სპეციალური წესების შემუშავებაში ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით, მონაწილეობს ქურდულ გარჩევებში და ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან." - წერია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1952 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, რუსეთის ფედერაციის მიერ დეპორტირებული მ.გ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დააკავეს.

 

კომენტარები