ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

პრემიერმა იმერეთში მერობის კანდიდატები წარადგინა

gov.ge

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთში ქართული ოცნების მერობის კანდიდატები დაასახელა. პრემიერმა ისაუბრა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობასა და დასაქმების ზრდაზე. ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

"ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას, მე ამას გპირდებით," - თქვა პრემიერმა. 

პარტიის კანდიდატები იქნებიან: ქუთაისში - გიორგი ჭიღვარია; ბაღდათში - არჩილ გოგსაძე; ვანში - ალექსანდრე გოგორიშვილი; თერჯოლაში - ბონდო სოფრომაძე; სამტრედიაში - ვალერიანე ფოცხვერია; საჩხერეში - ბენიამინ ფალავანდიშვილი; ტყიბულში - თემურ ჩუბინიძე; წყალტუბოში - გრიგოლ იოსელიანი; ჭიათურაში - პაატა ნადირაძე; ხარაგაულში - ნიკოლოზ თოფურიძე; ხონში - ლადო ჯურხაძე, ზესტაფონში -კახაბერ მახათაძე.

კვირიკაშვილის თქმით, თითოეული მათგანი შერჩეულია კვალიფიკაციის ნიშნით.

"იმერეთის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა" - თქვა პრემიერმა.

კომენტარები