ხანძარი საქართველოში

საქართველოში 4 ადგილას ხანძარია, მეხანძრები ცეცხლის ჩაქრობას მეორე დღეა ცდილობენ

საქართველოში ოთხ ადგილზე ხანძარია. ცეცხლი ოთხივე ადგილას გუშინ გაჩნდა და ადგილებზე ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცეცხლი კახეთში სამ ადგილზეა გაჩენილი ესენია, მთათუშეთი, თელავი-ართანას ტყე და ყვარელი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში რამდენი ათეულ მეხანძრე-მაშველთან ერთად 4 ვერტმფრენია არის ჩართული, აქედან ორი ქართულია, ორი კი ირანული. 

ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს ჯუთაშიც. ცეცხლი კლდეზე ბალახს უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურში ტაბულას უთხრეს ჯუთაში ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის. ხანძარი აქაც გუშინ გაჩნდა.

კომენტარები