არჩევნები 2017

გოკა გაბაშვილი ევროპული საქართველოს თბილისის სიის პირველი ნომერი იქნება

გოკა გაბაშვილი
თეორემა/ტაბულა

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის სიის პირველ ნომრად გოკა გაბაშვილს დაასახელებს.

პარტია აცხადებს, რომ პირველად საქართველოში პარტიული სიის ფორმირების ღია წესს მიმართავს, რომელიც ამომრჩევლის მხარდაჭერას დაეფუძნება.

"ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სიებში პირველი ნომრის შემდეგ განლაგდებიან მაჟორიტარი კანდიდატები მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის რიგითი ნომრის მიხედვით (გამონაკლისი დაიშვება გენდერული პრინციპის - ყოველ ათეულში მინიმუმ 3-3 გასხვავებული სქესის წარმომადგენელი - შენარჩუნების მიზნით). არჩევნების შემდეგ სიის გადანაწილება მოხდება ამომრჩევლის მხარდაჭერის კოეფიციენტის შესაბამისად.შესაბამისად საკრებულოში მოხვდება სიის პირველი ნომერი და საუკეთესო შედეგის მქონე მაჟორიტარები", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 

2004 - 2008 წლებში, გოკა გაბაშვილი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი იყო.

კომენტარები