ხანძარი ლოს-ანჯელესში

ლოს-ანჯელესში საგანგებო მდგომარეობაა, 2,800 ჰექტარი იწვის

ხანძარი ლოს-ანჯელესის გარეუბანში
LATIMES

ლოს-ანჯელესის გარეუბანში ხანძარმა 2,800 ჰექტარზე მეტი მოიცვა. ცეცხლი ძირითადად ბუჩქნარს უკიდია და მის ჩაქრობას ძლიერი ქარი ართულებს.

დაკვამლიანების გადმო დაკეტილი ავტომაგისტრალის გახსნა უკვე მოხერხდა, თუმცა ცეცხლის გავრცელების გამო კალიფორნიის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მიმდებარე ტერიტორიიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. განადგურებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. მსხვერპლი ჯერ-ჯერობით არ არის. მსუბუქად დაშავდა 4 მეხანძრე.

ცეცხლს ამჟამად 1,000 მეხანძრე, 206 სახანძრო მანქანა და 9 ვერტმფრენი ებრძვის. კალიფორნიამ ტეხასში წყალდიდობასთან ბრძოლაში დასახმარებლად გაგზავნილი მეხანძრეებიც გამოიხმო. ქალაქის ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური ხანძარია.

კომენტარები