ჯეინდ ფონდა და რობერტ რედფორდი

ჯეინ ფონდა და რობერტ რედფორდი ვენეციაში კვლავ შეხვდნენ

0 კომენტარი

ვენეციის კინოფესტივალზე 78 წლის ჯეინ ფონდამ და 81 წლის რობერტ რედფორმა სიცოცხლის განმავლობაში მიღწევებისთვის ჯილდო მიიღეს.

ფონდა და რედფორდი ოქროს ლომის მიღების შემდეგ სცენაზე ერთმანეთს ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ. მსახიობებმა, რომლებმაც პირველად ერთად, "Barefoot in the Park"-ში წყვილი ითამაშეს, ფილმიდან დაახლოებით ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგაც თავს ერთმანეთთან ძალიან კარგად გრძნობდნენ. ფონდამ მათ ახალ ფილმზე "Our soul at night"-ზეც ისაუბრა.

"მე ვცხოვრობ მასთან სექსის სცენებისთვის" თქვა ფონდამ. "მან ძალიან კარგად იცის კოცნა. ვერთობოდი როდესაც ვკოცნიდი 20 წლის ასაკში და გავერთე მაშინაც, როდესაც თითქმის 80 წლის ასაკში ვაკოცე."

მათი ახალი საერთოდ ფილმის ერთ-ერთი პროდუსერი თავად რობერტ რედფორდიცაა. მისი თქმით მას კიდევ ერთხელ უნდოდა ჯეინთან ერთად ფილმში თამაში, სანამ ცოცხალია. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები