არჩევნები 2017

ევროპულმა საქართველომ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების სია წარადგინა

ევროპულმა საქართველომ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია წარადგინა. სიის პირველ ნომრად გიორგი გაბაშვილი დაასახელეს. პარტიაში ამბობენ, რომ პირველად საქართველოში პარტიული სიის ფორმირების ღია წესს მიმართავს, რომელიც ამომრჩევლის მხარდაჭერას დაეფუძნება.

ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სია საკრებულოში:

მთაწმინდა - დავით ავალიანი

ვაკე - დავით დარჩიაშვილი, დავით ჯინჯოლავა

საბურთალო - მარინა ტალიკაძე, მარიამ რამინაშვილი, აკაკი კილასონია

კრწანისი - მამუკა ახვლედიანი

ისანი - გიორგი შამიევი, ინდირა კოხია, ლია მერაბიშვილი

სამგორი - აკაკი ველთაური, თამაზ ქავთარაძე, გოჩა გოგოჭური, დავით ჟღენტი

ჩუღურეთი - გიორგი მაკასარაშვილი

დიდუბე - გიორგი წასიძე, ოთარ ბიკაშვილი

ნაძალადევი - შოთა ქურდაძე, თამთა გოგოლაძე, ნიკოლოზ მაისურაძე, გიორგი ეგრისელაშვილი,

გლდანი - ბესიკ არველაძე, იაკობ ზაქარეიშვილი, ელენე ოზაშვილი, ბესარიონ ლაკვეხელიანი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები