"იცოდი, რომ ალაბამას შტატში ნაყინის ვაფლის უკანა ჯიბეში ჩადება არალეგალურია?" - მეგობრის მიერ დასმული შეკითხვა, რომელიც ფოტოგრაფ ოლივია ლოკერს თვეების მანძილზე არ ასვენებდა, საბოლოოდ მისთვის ახალ ფოტო პროექტად იქცა.
ოლივია ლოკერის ფოტო პროექტი, სახელწოდებით "მე ვებრძვი კანონს", აშშ-ის 50 შტატიდან ყველაზე უცნაურ კანონებს მოიცავს 5 სექტემბერს წიგნად გამოიცემა, მანამდე კი ნახეთ რამდენიმე ფოტო წიგნიდან და მათთან დაკავშირებული კანონები.
სანამ ოლივია ლოკერის ფოტო პროექტის სრულ ვერსიას ვიხილავთ, აშშ-ის შტატების ყველაზე უცნაურ კანონებს გადავავლოთ თვალი.
ალაბამაში საახალწლო პატარა ბომბებისა და კონფეტების აფეთქებაა აკრძალული
ალაბამას შტატში მკაცრად აკრძალულია პატარა ბომბები და ნებისმიერი რამ, რაც "ქმნის არასასიამოვნო სუნს". ამასთან არალეგალურია სხვადასხვა დღესასწაულებზე ხშირად გამოყენებული სპრეები, კონფეტები და საჯარო შადრევნებში ბანაობა.
ალასკას ბარებში აკრძალულია სიმთვრალე
ალასკაში არალეგალურია სიმთვრალე... ბარებში. ადამიანი, რომელიც უკვე მთვრალია, ვერ შევა ბარში უფრო მეტი ალკოჰოლის მისაღებად და ვერც იმ ბარში დარჩება, სადაც დათვრა.
არიზონაში აკრძალულია გადაფურთხება
არიზონას შტატის ქალაქ გუდიარში აკრძალულია შეფურთხება ნებისმიერ საჯარო შენობაზე, პარკზე, ბილიკსა თუ გზაზე. კანონის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა დაგეკისროთ ჯარიმა 2 500$-ის ოდენობით და 6-თვიანი ციხე.
არკანზასში აუცილებელია შტატის სახელი სწორად გამოთქვათ
არკანზასში ვიზიტის მსურველებს წინასწარ აფრთხილებენ: მკაცრად იკრძალება არკანზასის არასწორად წარმოთქმა. კოდექსის მიხედვით, ერთადერთი მისაღები გამოთქმა შემდეგია "შტატის სახელი უნდა წარმოითქვას სამ მარცვალში, სადაც ბოლო "s" ჩუმია, "a" ყველა მარცვალში იტალიური დიალექტით გამოითქმის და აქცენტი კეთდება პირველ და ბოლო მარცვლებზე".
კალიფორნიაში აკრძალულია ბირთვული იარაღი
კალიფორნიაში აკრძალულია ბირთვული იარაღის აგება, წარმოება და/ან გამოყენება. კანონი 1980-იან წლებში შეიქმნა და იმ პერიოდში სერიოზული განაცხადი იყო ბირთვული იარაღის წინააღმდეგ, თუმცა მას შემდეგ ეს კანონი ინტერნეტში გავრცელებული არაერთი ხუმრობის ადრესატი გამხდარა და მიუხედავად ამისა, ის დღემდე მოქმედია და ისჯება 500$-ის ოდენობის ჯარიმით.
კოლორადოში აკრძალულია შურდულის სროლა
ცხადია, კოლორადოში გაქვს უფლება, გქონდეს სახლში შურდული, თუმცა მისი გამოყენება იკრძალება.
დელავერის შტატში ბავშვებისთვის ჰელოუინზე კომენდანტის საათია დაწესებული
იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ "ნებისმიერი სახის ზიანი", დელავერის შტატის ბავშვებს ჰელოუინის კოსტუმებში გამოწყობა მხოლოდ საღამოს 6 საათიდან 8 საათამდე შეუძლიათ, თუკი ჰელოუინი არ უწევს კვირას. ასეთ შემთხვევაში კი, "მსგავსი კარდაკარ სიარული 30 ოქტომბრის საღამოს გაიმართება".
ჯორჯიაში შემწვარი ქათმის ჩანგლით, დანით ან ნებისმიერი სხვა ჭურჭლით ჭამა აკრძალულია
ჯორჯიას შტატში "თითების ლოკვის" რიტუალი არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულია. 1961 წელს გამოცემული სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, არალეგალურია შემწვარი ქათმის ჩანგლით, დანით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით ჭამა, გარდა თითებისა. 2009 წელს ერთერთი ტურისტი ამის გამო ცოტა ხნით დააკავეს კიდეც.
ჰავაიში აკრძალულია ბილბორდები
ჰავაის ბუნებრივი სილამაზე თავისთავად უკვე რეკლამაა. იერსახის შესანარჩუნებლად, შტატმა ოფიციალურად აკრძალა ბილბორდები და სხვა სარეკლამო ბანერები იშვიათი გამონაკლისების გარდა.
აიდაჰოში აკრძალულია კანიბალიზმი
აიდაჰო ერთადერთი შტატია, რომელშიც კანიბალიზმი კანონით არის აკრძალული. ტექნიკურად, დანარჩენი ამერიკისთვის კანიპალიზმი დანაშაულად არ ითვლება, რადგან კანიბალიზმი ითვლება "სხვისი რესურსის მისი თანხმობის გარეშე დახარჯვად". ანუ, თუკი თქვენი მეგობარი მოგცემთ უფლებას, რომ მოაჭამოთ თითი, აიდაჰოს გარდა ყველა შტატში დაზღვეული ხართ.
ილინოისში აკრძალულია ველოსიპედის მოდურად ტარება
გეილსბურგის სამოქალაქო კოდექსი მკაცრად კრძალავს ველოსიპედის "მოდურ ტარებას", რაც გულისხმობს საჭისთვის ხელების გაშვებას, პედლებიდან ფეხების აღებას ან ნებისმიერი აკრობატული მანევრის გაკეთებას თქვენი მოდური ველოსიპედით.
ინდიანას შტატში პარასკევი 13-ზე ყველა შავი კატისთვის დრესკოდი არსებობს
ინდიანას ერთერთ მუნიციპალიტეტში, თუკი პარასკევ დღეს რიცხვი 13 ემთხვევა, ყველა შავ კატას კისერზე ზარები უნდა ეკიდოს. კანონი 1939 წლის 13 ოქტომბერს მიიღეს და ტექნიკურად მას შემდეგ ეფექტურია.
აიოვაში კარაქის გაყალბების უფლება არ გაქვთ
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კარაქს მარგარინს, ოლეოსა ან ოლეომარგარინს შეურევს და გაყიდის, როგორც ნამდვილ კარაქს, დაისჯება 30-დღიანი ციხით ან 625$-იანი ჯარიმით.
კანზასში თოვლის გუნდების გაკეთებაა აკრძალული
კანზასში დღემდე აკრძალულია თოვლის გუნდების სროლა. ადგილობრივი კოდექსი უკანონოდ მიიჩნევს ქვის, თოვლის გუნდისა თუ ნებისმიერი რამის სროლას ნებისმიერი ადამიანისა და თუ საკუთრების მიმართ.
კენტუკში აკრძალულია დუელი
კენტუკში ოფიციალურ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ყველა ადამიანმა უნდა დაიფიცოს, რომ არასდროს მიუღია მონაწილეობა დუელში მომაკვდინებელი იარაღით, ამასთან არ ყოფილა არც სეკუნდანტი.
ლუიზიანაში ზოლიანი თევზის მოპარვაა აკრძალული
ლუიზიანას შტატში არალეგალურია სხვისი ზოლიანი თევზის მოპარვა. ანუ. მართლა. არალეგალურია. ზოლიანი თევზის მოპარვა ისჯება $1 500-დან $3 000-ის ოდენობის გირაოთი ან უარესი, 10-წლიანი ციხით.
მენში საფლავებზე რეკლამების გამოკვრა აკრძალულია
მენის შტატში აკრძალულია სხვა ადამიანის საფლავზე რეკლამის გაკვრა. ტექნიკურად, საკუთარზე შეგიძლიათ.
მერილენდში მანქანის ტარების დროს აკრძალულია წყევლა
მერილენდში მანქანის ტარებისას აკრძალულია წყევლა ნებისმიერი ქუჩის ან გზატკეცილის მიმართ. თუკი წყევლისას გამოგიჭერენ, $100-ის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოგიწევთ.
მასაჩუსეტში აკრძალულია ეროვნულ ჰიმნზე ცეკვა
1917 წელს შემოღებული კანონის შემდეგ, მასაჩუსეტში ეროვნულ ჰიმნზე ცეკვა აკრძალულია.