მიანმარი

რამზან კადიროვმა მიანმარში "გენოციდის" წინააღმდეგ აქცია გამართა

გროზნოში გამართულ მიტინგზე, სადაც ათასობით მუსლიმი შეიკრიბა, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მიანმარში მუსლიმების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო. მან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს "გენოციდი" უწოდა და "ფაშისტურ სიკვდილის ბანაკებს" შეადარა. კადიროვმა განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებს "პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული" და მოუწოდა მათ გამოვიდნენ ძალადობის წინააღმდეგ და მიანმარის მთავრობას სანქციები დაუწესონ. მისი თქმით მსოფლიო ლიდერები ევროპაში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე უმალ ახდენენ რეაგირებას, ხოლო დღეების მანძილზე მიანმარში მიმდინარე ძალადობაზე არაფერს ამბობენ. საკუთარ Instagram-ზე პირდაპირი ჩართვისას კადიროვმა თქვა, რომ თუ რუსეთი მხარს დაუჭერს მიანმარს, ის რუსეთის წინააღმდეგ გამოვა.

კვირას მოსკოვში მიანმარის საელჩოსთან ასობით მუსლიმმა გამართა აქცია.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიანმარი როჰინჯას მუსლიმების წინააღმდეგ გენოცდში დაადანაშაულა. ჩრდილო-დასავლეთ რაკხაინის პროვინციაში აგვისტოს ბოლოს განვითარებული ძალადობის შედეგად 400 ადამიანია გარდაცვილი. ათობით ათასმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა თავი მეზობელ ბანგლადეშს შეაფარა.

კომენტარები