ქალთა უფლებები

ტუნისში მუსლიმ ქალებს სხვა რელიგიის წარმომადგენელზე დაქორწინების უფლებას მისცემენ

0 კომენტარი
ფოტო: Mohamed Messara / EPA

ტუნისში, მუსლიმ ქალებს სხვა რელიგიის წარმომადგენელზე დაქორწინების უფლებას მისცემენ.

ტუნისის პრეზიდენტის ბეჟი კაიდ ესსებსის ინიციატივით, ქვეყნის ქორწინების და მემკვიდრეობით კანონში ცვლილებები იგეგმება. ტუნისის მოქმედი კანონმდებლობით, მუსლიმ მამაკაცებს ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელზე შეუძლიათ დაქორწინება, მაგრამ ქალებს ეკრძალებათ დაქორწინდნენ არამუსლიმ მამაკაცზე.

გარდა ამისა, ტუნისში მამაკაცები, ორჯერ უფრო მეტ მემკვიდრეობას იღებენ, ვიდრე ქალები. დაგეგმილი რეფორმებით, ტუნისში მცხოვრები მუსლიმი ქალები სხვა რელიგიის წარმომადგენელზე ქორწინებასა და მემკვიდრეობისთვის თანაბარ პირობებში ბრძოლას შეძლებენ.

პრეზიდენტმა ბეჟი კაიდ ესსებსიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ვალდებულია, უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობა და მისცეს მათ თანაბარი შესაძლებლობები.

ტუნისმა უკვე მიიღო კანონი ქალზე ძალადობის წინააღმდეგ და გააუქმა აქამდე არსებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მოძალადე მამაკაცი თავისუფლდებოდა სასჯელისგან, თუ ის ცოლად მოიყვანდა ქალს, რომელიც გააუპატიურა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ამერიკელ კოლეგებთან ერთად იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის სქემა გამოვავლინეთ (Video)

კომენტარები