ჯანსაღი კვება

რა პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება სკოლის ბუფეტებში - სია

ახალი სასწავლო წლიდან, სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება. შესაბამისი ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უკვე გამოსცა.

სკოლაში იკრძალება შემდეგი პროდუქტების გაყიდვა:

  • საღეჭი რეზინი;
  • კანფეტები;
  • შოკოლადი;
  • არომატიზებული წასახემსებლები (მაგალითად ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც მარილი, შაქარი ან ცხიმი აქვთ დამატებული;
  • მაიონეზით შეზავებული პროდუქცია;
  • სოკო;
  • დაკონსერვებული პროდუქტები;
  • კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;
  • გაზიანი სასმელები (გარდა გაზიანი მინერალური წყალი);
  • თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;

ბრძანების მიხედვით, სკოლის ბუფეტებში მიზანშეწონილია შემდეგი პროდუქტის გაყიდვა:

  • წყალი;
  • ხილის წვენი;
  • ხილის კომპოტი;
  • კისელი;
  • ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი);
  • ხილის წვენითა და დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული კალციუმით);
  • ჩაი;
  • კაკაო;
  • ხილი და ბოსტნეული;

რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს სკოლებში, დირექციასთან ერთად, განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველო ჩაატარებს.

კომენტარები