Jay-Z

Jay-z-მ ბიონსეს დაბადების დღის სიმღერა კონცერტზე შეკრებილ ხალხთან ერთად უმღერა

ამერიკელი მომღერალი ბიონსე დღეს 36 წლის გახდა. მისმა ქმარმა, Jay-z-მ ბიონსეს გუშინდელ კონცერტზე დაბადების დღის სიმღერა ფანებთან ერთად უმღერა. 

კონცერტზე თავად ბიონსეც იმყოფებოდა, ამიტომ სიმღერის დაწყებამდე Jay-z-მ მას და აუდიტორიას მიმართა.

"იყვირეთ ბიონსესთვის. ლამაზი ბეი დღეს სახლშია. გილოცავ ჩემო სიყვარულო"

კომენტარები