ლოცვა

"მადლობა უფალო, რომ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი გვყავს" - თეთრ სახლში ილოცეს

თეთრ სახლში ქარიშხალ ჰარვისგან დაზარალებულთათვის ილოცეს.

ოვალურ კაბინეტში ლოცვა პასტორმა რობერტ ჯეფერსმა აღავლინა. 

"მადლობას გწირავ უფალო, რომ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი გვყავს, რომელსაც ლოცვის ძალის სჯერა.

ჩვენ მადლიერები ვართ, რომ გვყავს ისეთი ვიცეპრეზიდენტი, როგორიც მაიკ პენსია, რომელიც ტრამპის მხარდამხარ მუშაობს

ჩვენ გიხდით მადლობას, რომ პრეზიდენტს აქვს სიბრძნე, ქვეყანა მართოს ამ რთულ წუთებში", - ამბობს ჯეფერსი.

კომენტარები