ევროსასამართლო

ECHR-მა პირადი sms-ების გაგზავნის გამო სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო

Getty Images

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამუშაო საათების დროს გაგზავნილი პირადი შეტყობონებების გამო ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო.

2007 წელს, რუმინელი ბოგდან მიჰაილ ბარბულესკუ სამსახურიდან იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ ის სამუშაო საათებში პირადი ხასიათის შეტყობინებებს აგზავნიდა. კომპანიის მფლობელი ბარბულესკუს კომპიუტერულ აქტივობას თვალს სპეციალური პროგრამის მეშვეობით ადევნებდა.

2016 წელს რუმინულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიის მეპატრონეს უფლება ჰქონდა, კომპანიის კუთვნილი კომპიუტერების მონიტორინგი ეწარმოებინა.

ბარბულესკუმ რუმინული სასამართლოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო. ევროპული სასამართლოს დადგენილებით, კომპანიის ხელმძღვანელს შეუძლია, შეზღუდვები დაუწესოს თავის თანამშრომლებს ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს შეზღუდვები უნდა იყოს ადეკვატური.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს თანამშრომლის უფლებები და არ უნდა შეიჭრას მის პირად სივრცეში.

კომენტარები