ე.წ. თვითმკვლელი ღვთისმშობელი

ლია უკლებას ნახატი ტუნისის ფემინისტური ხელოვნების ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი

ქართველი მხატვრის ლია უკლებას ნამუშევარი "მარიამი სათამაშო პისტოლეტით" 7-10 სექტემბერს ტუნისში, ფემინისტური ხელოვნების ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი. 

ქალთა ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალს თავად მხატვარიც დაესწრება და მის მგზავრობას ფონდი დააფინანსებს. 

ლია უკლებას ნამუშევარს 2015 წელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო გამოფენილი, რასაც საპატრიარქოს უკმაყოფილება მოჰყვა. საპატრიარქომ მიმართა განათლების სამინისტროს, სახალხო დამცველს, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს, დააფიქსირონ თავისი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით და მიიღონ ყველა ზომა საზოგადოების რელიგიური გრძნობების დაცვისა და დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

მოგვიანებით, ილიაუნიმ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობდნენ, რომ ისინი დაიცავდნენ გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერი ინსტიტუტის ცენზურისგან. 

კომენტარები