ე.წ ციანიდის საქმე

მეუფე დიმიტრი: გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა

0 კომენტარი
ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბათუმისა და ლაზეთის მიტოროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ დღეს გამართულ პესკონფერენციაზე გამორიცხა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქისა ან მისი მდივან- რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა.

"მე ვერ ვიტყვი, რომ პატრიარქის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, რადგან მამალაძისა და პატრიარქის ურთიერთობის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. ვხედავდი, რომ მას უსაზღვროდ უყვარდა პატრიარქი. გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. ასევე გამოვრიცხავ შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციას, რადგან ჩემთვის აბსოლუტურად აზრი აქვს დაკარგული რატომ უნდა მომხდარიყო შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაცია. თუმცა, აქ უკვე მძიმე დღეში ვარ, რადგან ფაქტია რომ ეს ადამიანი ეძებდა ციანიდს და ვიღაცაზე საუბრობს“- თქვა მეუფე დიმიტრიმ.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები