ე.წ ციანიდის საქმე

მეუფე დიმიტრი: გამიმყარდა ეჭვები, რომ დეკანოზს ციანიდი არ ჰქონდა ნაყიდი

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურატურამ ვერ წარმოაჩინა ფაქტები თუ როგორ ყიდულობს დეკანოზი მამალაძე ციანიდს, ამიტომ მეუფეს ეჭვები გაუმყარდა რომ მამალაძეს ციანიდი არ შეუძენია.

"გამიმყარდა ეჭვები იმის თაობაზე, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი საერთოდ არ ჰქონდა ნაყიდი. ჯერ ერთი იმიტომ რომ მათ ეს ფაქტები რომ ჰქონოდათ, ამას არ დამალავდნენ. მეც რამდენჯერმე შევახსენე მათ რომ უნდა აჩვენონ საზოგადოებას როგორ ყიდულობს ციანიდს დეკანოზი, იმიტომ რომ უამრავი დეტალი არის გადაღებული. ათეულ სათობით ჩანაწერი არის ირაკლი მამალაძისგან, თავიდან მოყვარულის დონეზე და შემდეგ პროფესიონალის დონეზე, რადგან შემდეგ პროკურატურა ჩაერთო. ეს ფაქტები ვერ წარმოაჩინეს. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ამ მეტად მნიშვნელოვანი ფაქტის გარეშე."- თქვა მეუფე დიმიტრიმ.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

კომენტარები