ევრობასკეტი 2017

გიორგი შერმადინი: დღესაც გვქონდა პრობლემები, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ

Fiba.com

საქართველის საკალათბურთო ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ისრაელთან მატჩის შემდეგ გამარჯვებასა და იტალიასთან თამაშზე ისაუბრა.

"ვიცოდით რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თამაში საქართველოსთვისაც და ისრაელისთვისაც. წინა ორი თამაში (გერმანიასთან და უკრაინასთან) ძალიან ცუდად ჩავატარეთ. დღევანდელ თამაშშიც იყო პრობლემები, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ. ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა თურქეთში გასამგზავრებლად. ვიმედოვნებ რომ ასე გავაგრძლებეთ. ერთი თამაში დაგვრჩა, იოლი არაფერი არ არის. ხვალ, ჩვენ გამოვალთ იტალიასთან და ვითამაშებთ ისე, როგორც ვითამაშეთ დღეს."-თქვა გიორგი შერმადინმა.

საქართველოს ნაკრებმა ისრაელის ნაკრები ანგარიშით 104:91 დაამრცხა. ამჟამად საქართველო ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. ხვალ ნაკრები ჯგუფის ბოლო თამაშსს იტალიასთან გამართავს და მისი დამარცხების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გადავა. იმ შემთხვევაში თუ ხვალ ნაკრებმა იტალიასთან გამარვება ვერ მოიპოვა, მომდევნო ეტაპზე მხოლოდ უკრაინის ისრაელთან გამარჯვების შემთხვევაში გადიან.

კომენტარები