ხანძარი ხულოში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: ხულოში სიტუაცია უკეთესია, ახალი კერები არ გაჩენილა

0 კომენტარი
ფოტო: აჭარის მთავრობა

ხულოში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს დილიდან დამატებით 100-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. გარდა ამისა, აჭარის მთავრობის ცნობით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 350 თანამშრომელი უკვე ცეცხლის კერებთან შევიდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ხანძრის სალიკვიდაციოდ დამატებითი გზის გაყვანა მიმდინარეობს. დილიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ავიაციაც ჩაერთო. ამ დროისთვის, ცეცხლს ორი ვერტმფრენი აქრობს.

"დღეს დილით, 6 საათიდან სამუშაოები განახლდა. თქვენ ხედავთ, რომ ცოცხალი ძალაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფის 850 თანამშრომელი არის აქ. ღამის განმავლობაში დამატებითი ინვენტარი ამოვიტანეთ, საუბარია პორტატული ცეცხლისჩამქრობ აპარატებზე, ავზებზე და ე.წ პომპებზე. თქვენ იცით, რომ გუშინ 3 კილომეტრიანი გზა გაიჭრა. დამატებითი ტექნიკაა ამოყვანილიდა დამატებითი შიდა გზების დაქსელვა მიმდინარეობს. ამ წუთებში დამატებით ცოცხალი ძალა ლოკაციებისკენ მიემართება, სადაც ცეცხლია. სიტუაცია უკეთესია. გუშინ ღამით ახალი კერები არ დაფიქსირებულა.“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ხულოში, შავნაბადას მთაზე, ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე დღეა, ცდილობენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები