ვიქტორ იანუკოვიჩი

ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვთან ახლოს, რუსეთის მთავრობის კუთვნილ ტერიტორიაზე ცხოვრობს

0 კომენტარი
ფოტო: ივან გოლუნოვი / Meduza

25 აგვისტოს რუსეთის დუმის დეპუტატმა იოსებ კობზონმა სააგენტო DNI.RU-სთან ინტერვიუსას თქვა, რომ ქალაქ ბაკოვკაში მის მეზობლად უკრაინის ყოფილი, ქვეყნიდან გაძევებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ცხოვრობს. 

Meduza-ს რეპორტიორმა აღმოაჩინა, რომ იანუკოვიჩი ამჟამად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ მიწაზე ცხოვრობს. უკრაინის ყოფილი ლიდერის მეზობლები დიზაინერი ვალენტინ იუდაშკინი, ჟურნალისტი იულია ლატინინა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილი არიან. 

ჟურნალისტები რუსეთში იანუკოვიჩს იმ დღიდან ეძებენ, როდესაც მან 2014 წლის გაზაფხულზე უკრაინა დატოვა. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ის დონის როსტოვში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა მოსკოვის ყოფილმა პრეფექტმა ოლეგ მიტვოლმა 2014 წლის თებერვალში თქვა, რომ უკრაინელების ჯგუფმა იანუკოვიჩისთვის მოსკოვთან ახლოს, ბარვიხაში $52 000 000-იანი სახლი შეიძინეს, თუმცა არცერთ წყაროს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. 

ორიოდე კვირის წინ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იოსებ კობზონმა განაცხადა, რომ იანუკოვიჩი მოსკოვთან ახლოს, ბაკოვკაში ცხოვრობს. 

"ჩვენ ერთი კედელი გვყოფს. მე და იანუკოვიჩი ვხუმრობთ ხოლმე, რომ ეს ჩინეთის დიდი კედელია. მაიდანის გადატრიალების შემდეგ, ის აქ ცხოვრობს. ბაკოვკას რეზიდენცია ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პირების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. თუმცა, ვის ემალები? საბოლოო ჯამში, თუ მართლა უნდათ, რომ გიპოვონ, ყველგან მოგწვდებიან,"- ამბობს დუმის დეპუტატი. 

8 400 კვ. მ.-იანი მიწა, რომელიც ბაკოვკაში, ლესნაიას ქუჩის 21B ნომერში მდომარეობს, 13 წლის მანძილზე რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრის ალექსეი კუდრინის ცოლს, ირინა ტინტიაკოვას ეკუთვნოდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები