არჩევნები 2017

ოცნებამ აგვისტოში 4.5 მილიონის შემოწირულობა მიიღო, ეს მთლიანი შემოწირულობების 93%-ია

მთავრობის ადმინისტრაცია

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აგვისტოში 4.55 მილიონი ლარით გამდიდრდა, ეს ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობების 93%-ია.

შემოწირულობებით მეორე ადგილზე "ევროპული საქართველო" იმყოფება. პარტიამ აგვისტოში 287 ათასი ლარის შემოწირულობები მიიღო, 9.7 ათასი ლარით კი მესამე ადგილზე ალეკო ელისაშვილი იმყოფება.

შემოწირულებების სრული მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  1. ქართული ოცნება - 4 555 993 ლარი
  2. ევროპული საქართველო - 287 439 ლარი
  3. ალექსანდრე ელისაშვილის ფონდი - 9 769 ლარი
  4. გირჩი - 7 000 ლარი
  5. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 5 330 ლარი
  6. ეროვნული ფორუმი - 2 415 ლარი
  7. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 1 112 ლარი
  8. საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია - 136 ლარი
  9. რესპუბლიკური პარტია - 20 ლარი

ქართული ოცნების შემომწირველები არიან როგორც კერძო კომპანიები ასევე ფიზიკური პირები. საინტერესოა, რომ აგვისტოში ოცნებას შეწირეს იმ კომპანიებმაც, რომლებიც უკვე წლებია ტენდერებს იგებენ. მაგალითად დეპუტატ კახა ოქრიაშვილის კომპანიებმა GMP/PSP-მა ოცნებას 120 000 ლარი გადაურიცხეს. PSP-ს ბოლო წლების განმავლობაში 40 მილიონის ტენდერები აქვს მოგებული, PSP დაზღვევას კი დაახლოებით 60 მილიონის ტენდერები აქვს მოგებული.

ოცნებას 20 000 ლარი ჩაურიცხა კომპანია სამშენებლო კომპანია შარამ, აღნიშნულ კომპანიას ტენდერებში ბოლო წლების განმავლობაში 10 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო.

კომენტარები