რუსული პროპაგანდა

პროპაგანდა კრასნოდარის სკოლებში - მოსწავლეები იძულებულები არიან, პირველ არხს უყურონ

რუსეთში, კრასნოდარის მხარის განათლების სამინისტრომ რეგიონის ყველა სკოლა დაავალდებულა, რომ ყოველდღიურად ჩაატარონ 5-წუთიანი საინფორმაციო სესიები, რათა განიხილონ მიმდინარე მოვლენები. მასალები კი რუსეთის პირველ არხზე დაყრდნობით უნდა მოამზადონ. 

5-წუთიანი სესიები უნდა ჩაატაროს ყველა მოსწავლემ, პირველიდან ბოლო კლასის ჩათვლით. დაგეგმილი სესიის თემებია: "დიდება რუსეთს", "ისტორია ამბობს", "ახალი ამბების კვირეული", "ჩვენ ვცხოვრობთ ყუბანში". 

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ "ახალი ამბების კვირეულზე" სკოლის მოსწავლეები მასალებს პედაგოგებთან ერთად მოამზადებენ. ბავშვები საინფრომაციო გამოშვებებს მოამზადებენ და მათ განიხილავენ. 

  • რუსეთში განათლების შესახებ კანონის მიხედვით, მასწავლებლებს ეკრძალებათ პოლიტიკური აგიტაციაში მონაწილეობა.
  • საბჭოთა კავშირის დროს სკოლებში ატარებდნენ პოლიტინფორმაციის გაკვეთილებს, რომელზეც ასევე განიხილავდნენ პოლიტიკურ სიახლეებს, რომლებიც შუქდებოდა ცენტრალური ტელევიზიის "Время"-ის მიერ ან გაზეთის "Пионерская правда"-ს. 

კომენტარები