განათლება

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით უნივერსიტეტების რეიტინგი

0 კომენტარი
ფოტო: thedailysheeple.com

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულის მიხედვით, უნივერსიტეტების რეიტინგში პირველ ადგილზე თავისუფალი უნივერსიტეტი იმყოფება, მეორე ადგილზე კი წელს აგრარულმა უნივერსიტეტმა გადაინაცვლა. 2016 წელს აგრარული უნივერსიტეტი სამედიცინო უნივერსიტეტის შემდეგ მესამე ადგილზე იყო. წლების განმავლობაში ყველაზე მეტად აგრუნის შედეგები გაუმჯობესდა. ხუთი წლის წინ, სანამ აგრარულში ინვესტიციას ცოდნის ფონდი განახორციელებდა უნივერსიტეტი ოცდაათეულს მიღმა იყო. რეიტინგში, მესამე ადგილზე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, მეოთხეზე კი თსუ იმყოფება. რეიტინგის მიხედვით, ილიაუნი მეთორმეტე, ტექნიკური უნივერსიტეტი კი ოცდამერვე ადგილზეა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები