ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა

თავდაცვის სამინისტრო

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზას თავს თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა, შედეგად, სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა. 

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროები ინტენსიურ მკურნალობას ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ორის - დამაკმაყოფილებელი. 

კომენტარები