ისრაელი-სირია

ისრაელის საჰარო ძალებმა სირიაში სამხედრო ბაზა დაბომბა

theguardian

დღეს დილით ჰამას პროვინციაში ისრაელის საჰაერო ძალების მიერ სირიის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ დაბომბვას ორი სამხედრო შეეწირა. ცნობას ამის შესახებს სირიის არმია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით შესაძლოა სამიზნე ქიმიური ლაბორატორია ყოფილიყო. 

დაბომბვა გაეროს მიერ გუშინ გავრცელებულ ანგარიშს მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ანგარიშის მიხედვით მაისში სარინის გაზის გამოყენების შედეგად 83 ადამიანი გარდაიცვალა. დასავლური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით სირია დღემდე აგრძელებს ქიმიური იარაღის წარმოებას, მიუხედავად 2013 წელს პროგრამის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებისა.

ექვსწლიანი კონფლიქტის მანძილზე ისრაელს სირიის ტერიტორიაზე ასამდე დარტყმა აქვს განხორციელებული, თუმცა მსხვერპლის შესახებ მონაცემები არ ვრცელდება. თავდასხმების ძირითადი მიზანი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლასათვის იარაღის მიწოდების ხელის შეშლა იყო. ისრაელს აშფოთებს ირანის გაზრდილი გავლენა მის მოსაზღვრე ქვეყანაში, სადაც მათი თქმით ირანი რაკეტებს ათავსებს, რომლებიც შესაძლოა ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენოს.

კომენტარები