ავღანეთში გუშინ დაჭრილი ქართველი სამხედროს მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ავღანეთში გუშინ დაჭრილი ორი ქართველი სამხედროს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი კი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„წიქარიშვილი გიორგის და კუჭუხიძე ირაკლი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და იგეგმება მათი გადაყვანა გერმანიაში შემდგომი მკურნალობისათის. ივერი ბუაძის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, თუმცა დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. „- ამბობს 23-ე ბატალიონის სამედიცინო ოცეულის მეთაური - უფროსი ლეინტენანტი რატი შოშიტაშვილი.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზას თავს გუშინ თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა, შედეგად, სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა.

კომენტარები